FITUR 2024-ის ფარგლებში, რომელ კომპანიებთან მიდის მოლაპარაკებები? – ჩამონათვალი

FITUR 2024-ის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო კომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის, გლობალურ პლატფორმებზე მარკეტინგული კამპანიების გამართვისა დათანამშრომლობის მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს მართავენ შემდეგ კომპანიებთან: Eurowings, Lufthansa, National Geographic, Expedia Group, Road Travel, Klebergroup,TransPerfect, HotelBeds, Smartvel და სხვა.
გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე დაჯავშნის გლობალური პლატფორმის Amadeus-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა.
FITUR-2024-ზე საერთაშორისო მედიისთვის საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ჟურნალისტებს საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნეს.
FITUR-2024 მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესი ტურისტულ გამოფენაა, სადაც 130-ზე მეტი ქვეყნიდან 9 ათასამდე მეტი კომპანიაა წარდგენილი. მადრიდისტურისტულ გამოფენას წელს დაახლოებით 136 ათასი სტუმარი ჰყავს.

ასევე დაგაინტერესებთ