რუსეთში ბორის აკუნინზე ძებნა გამოაცხადეს

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მწერალ ბორის აკუნინზე [გიორგი ჩხარტიშვილი] ძებნა გამოაცხადა.
მისი მონაცემები რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ძებნილთა სიაში დღეს, 26 იანვარს გამოჩნდა.
12 იანვარს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მწერალი ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი) “უცხოელი აგენტების” სიაში შეიყვანა.
“ის ეწინააღმდეგებოდა უკრაინაში სპეცოპერაციას, ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთის ფედერაციის, ისევე როგორც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ნეგატიური იმიჯის შექმნას. მან, ასევე, მონაწილეობა მიიღო უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერ კამპანიებში. მონაწილეობდა უცხოელი აგენტების შეტყობინებებისა და მასალების შექმნასა და გავრცელებაში”, – აცხადებდა რუსეთის იუსტიციის სამინისტრო.
გარდა ამისა, მწერლის წინააღმდეგ ოკუპანტ ქვეყანაში სისხლის სამართლის საქმეცაა აღძრული. გასული წლის დეკემბერში კი ის რუსეთის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანა. 2014 წლიდან ის რუსეთში აღარ ცხოვრობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება