რესპუბლიკურის თანამშრომლებმა მინისტრთან შეხვედრაზე პოზიციები შეცვალეს და შეხვედრაზე უარი განაცხადეს – ილია ღუდუშაური

რესპუბლიკურის თანამშრომლებმა მინისტრთან შეხვედრაზე პოზიციები შეცვალეს და შეხვედრაზე უარი განაცხადეს – ილია ღუდუშაური
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა მინისტრთან შეხვედრაზე პოზიციები შეცვალეს და შეხვედრაზე უარი განაცხადეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა განაცხადა.
„რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილმა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის სურვილი საჯაროდ დააფიქსირეს, რაზედაც მინისტრმა მზაობა გუშინვე განაცხადა.
შეხვედრის შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია კლინიკის თანამშრომლებს, თუმცა დღეს მათ პოზიციები შეცვალეს და შეხვედრაზე უარი განაცხადეს.
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით უცვლელია – რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება ახალი, მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური, საუნივერსიტეტო კლინიკა.
ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის კლინიკასთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალი“,- განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ