წარმომადგენელთა პალატის სპიკერი: უკრაინისთვის აშშ-ის დახმარება – სენატში შეთანხმებული – კონგრესში ვერ გავა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ კონგრესი არ არის მზად სამხედრო დახმარების დამტკიცებისთვის, რაც ასე ესაჭიროება უკრაინას რუსეთთან წინააღმდეგ ბრძოლაში.
სენატს, ჩანს, “არ შეუძლია მიაღწიოს რაიმე შეთანხმებას”, დაწერა მაიკ ჯონსონმა კანონმდებლებისთვის მიწერილ წერილში და დასძინა, რომ თავისი პარტია წარმომადგენელთა პალატაში, ყველა შემთხვევაში, არ გამოუცხადებდა დოკუმენტს მხარდაჭერას, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პროექტი თავიდანვე „მკვდარი იქნებოდა“.
უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის დახმარების პაკეტის, ასევე სამხრეთის საზღვრის გამაგრების ასიგნებების მოცულობა 100 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს. ამასთან უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარია განკუთვნილი.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ეს წინადადება კონგრესში ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს შეიტანა. რესპუბლიკელებმა უარი თქვეს ამ საკითხის კენჭისყრაზე გატანაზე, სანამ დემოკრატები იმიგრაციის საკითხში არ წავიდოდნენ დათმობაზე.
რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინას ყველაზე დიდი, 44 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაუწია.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება