რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო რეზერვები 12-დან 19 იანვრამდე 1%-ით შემცირდა და $586,7 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის ცენტრალური ბანკის ანგარიშში.
„საერთაშორისო რეზერვებმა 2024 წლის 19 იანვრის დღის ბოლოს შეადგინა 586.7 მილიარდი აშშ დოლარი. კვირაში 5.9 მილიარდი აშშ დოლარით, ანუ 1%-ით შემცირდა, პირველ რიგში, უარყოფითი გადაფასების გავლენისა და საბიუჯეტო წესის ფარგლებში განხორციელებულ ოპერაციების გამო,“- ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.
რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო (ოქრო და სავალუტო) რეზერვები არის მაღალლიკვიდური უცხოური აქტივები რუსეთის ბანკისა და მთავრობის განკარგულებაში. რეზერვები შედგება მონეტარული ოქროსგან, სესხების სპეციალური უფლებებისგან (SDRs), საერთაშორისო სავალუტო ფონდში სარეზერვო პოზიციისა და უცხოური ვალუტის მარაგებისაგან (სხვა სარეზერვო აქტივები).
2023 წელს რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო რეზერვები გაიზარდა 2,9%-ით და 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით 598,592 მილიარდი დოლარი შეადგინა. ისტორიულ მაქსიმუმს კი 643.2 მილიარდს 2022 წლის 18 თებერვალს მიაღწია.