ყველა ხედავს, რომ საქართველოში მომგებიანია ფულის დაბანდება და ბიზნესის კეთება – ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური გარემო და კანონმდებლობა, დაბალი გადასახადები, რაც არის ძალიან მომგებიანი ბიზნესის კეთებისთვის ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, უკვე ჩანს, რომ საქართველო ამ კუთხით იმსახურებს მაღალ ნდობას.
„ყველა ობიექტური რეიტინგის თანახმად საქართველოს უჭირავს ძალიან მაღალი პოზიციები. არის მარტივი ბიუროკრატია, რაიმე დაბრკოლების გარეშე არის შესაძლებელი ბიზნესის წამოწყება, ბიზნესის კეთება ჩვენს ქვეყანაში და კორუფციისგან თავისუფლების კუთხითაც ძალიან მაღალი პოზიციები გვიჭირავს სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში, პრაქტიკულად ყველა ობიექტურ საერთაშორისო შეფასებაში. აქედან გამომდინარე, ყველანაირი გარემო არის შექმნილი იმისათვის, რომ საქართველოში განხორციელდეს საინვესტიციო და ეკონომიკური აქტივობები. მომავალშიც მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ პროცესს მხარი დავუჭიროთ. ასევე, ყველა ხედავს, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა. ამ მაჩვენებლით ვართ პირველ ადგილზე ევროპაში. გასული 5 წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9.3%. ასეთი მაჩვენებელი არ აქვს არავის. ასეთ პირობებში, ყველა ხედავს, რომ საქართველოში მომგებიანია ფულის დაბანდება და ბიზნესის კეთება. ამას მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ და ამ გარემოებით მაქსიმალურად ვისარგებლოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – სახეზეა ანექსიის პროცესის ფაქტობრივი გაღრმავება, როცა პირველად ისტორიაში, რუსეთის მოქალაქეა ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი – ამ ფონზე სრულიად მიუღებელია მმართველი რეჟიმის ტრადიციული დუმილი

ნორვეგიის საგარეო უწყება – რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და მათი სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს