უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებების ინტენსიფიკაციასთან ერთად, ევროკავშირი თურქეთს შავი ზღვის რეგიონში პოტენციურ მშვიდობისმყოფელად და რეგიონულ შუამავლად მიიჩნევს. ბრიუსელი ამჟამად ანკარასთან ურთიერთობებში პირველ ნაბიჯებს დგამს, – ამის შესახებ ინფორმაციას RBC-Ukraine Politico-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბრიუსელი აღიარებს თურქეთის სტრატეგიულ როლს, მაგრამ ამავდროულად, სიფრთხილით მიიწევს მასთან დაახლოებისკენ.
მიზეზი ქვეყნის დემოკრატიული სტანდარტებიდან გადახვევა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პოლიტიკური ოპონენტების მიმართ რეპრესიებია.
ურთიერთობების დამშვიდების მიზნით, ევროკავშირის გაფართოების კომისარი მარტა კოსი პარასკევს თურქეთს ეწვევა. მოგზაურობის წინა დღეს მან გამოცემას განუცხადა, რომ უკრაინაში ომის შესაძლო დასრულება ევროპის უსაფრთხოების რეალობას, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში, შეცვლიდა.
რით არის თურქეთი მნიშვნელოვანი
თურქეთს NATO-ში სიდიდით მეორე შეიარაღებული ძალები ჰყავს და ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და ხმელთაშუა ზღვას შორის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პოზიციას იკავებს. ბოსფორის სრუტეზე კონტროლი ანკარას რეგიონულ უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვან გავლენას აძლევს.
თურქეთმა ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2022 წლის ივლისში შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შუამავლობაში, რამაც უზრუნველყო უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტი ზღვით.
ვრცლად www.rbc.ua – ზე




