ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
6 თებერვლის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი დოლარის ღირებულება 2.6870 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.06 თეთრით გამყარდა.
ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.01 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1688 ლარი გახდა.