აბუ-დაბიში მიღწეულია შეთანხმება უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეთა გაცვლის შესახებ

ინფორმაცია, რომ მხარეები 314 ტყვეს გაცვლიან დღეს, 5 თებერვალს სოციალური ქსელებით გაავრცელა ამერიკული დელეგაციის ხელმძღვანელმა, პრეზიდენტ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივენ უიტკოფმა.
მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ეს იქნება ტყვეთა პირველი გაცვლა ბოლო ხუთი თვის განმავლობაში. უიტკოფის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელობანი სამუშაო ჯერ კიდევ წინაა, მსგავსი ნაბიჯები აჩვენებს, რომ მუდმივ დიპლომატიურ ურთიერთქმედებას საგრძნობი შედეგები მოაქვს და წინ სწევს უკრაინაში ომის დასრულების ძალისხმევას.
უიტკოფის თანახმად, შედეგი მიღწეულია დეტალური და პროდუქტიული სამშვიდობო მოლაპარაკებების შედეგად, განხილვები გაგრძელდება და უახლოეს ხანში დამატებითი პროგრესია მოსალოდნელი.
არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენელთა პირველი სამმხრივი შეხვედრა 23-24 იანვარს გაიმართა.
მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს გაგრძელდა.
ტყვეთა გაცვლა 4 თებერვალს, აბუ-დაბიში განახლებული მოლაპარაკების პირველი დღის შეჯამებისას არ გამორიცხა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – ირაკლი კობახიძე ყოველ აგვისტოს აკეთებს გარკვეულ პროვოკაციული ტიპის განცხადებას რუსეთის თემასთან დაკავშირებით – ჩვენ ადრე ვთქვით, რომ რუსების უკონტროლო შემოშვება ცუდად დამთავრდება