ხორვატიის სასამართლომ გადაწყვიტა მედვედჩუკის €200 მილიონიანი იახტა უკრაინას გადასცეს

ხორვატიის სასამართლომ გადაწყვიტა მედვედჩუკის €200 მილიონიანი იახტა ს გადასცეს
ხორვატიის ქალაქ სპლიტში რაიონულმა სასამართლომ გადაწყვიტა უკრაინას გადაეცეს ყოფილი უკრაინელი დეპუტატის და ვლადიმირ პუტინის ნათლიმამის, ვიქტორ მედვედჩუკის იახტა Royal Romance. ამის შესახებ აქტივების მოკვლევისა და მართვის სააგენტოს (ARMA) ხელმძღვანელმა ელენა დუმამ განაცხადა.
მისი თქმით, ხორვატიულმა მხარემ მიუთითა, რომ გემის გადაცემას არანაირი სამართლებრივი დაბრკოლება არ აქვს. სააგენტომ იახტის ხელახალი შემოწმებაზე თანხმობაც მიიღო.
„დაყადაღებული აქტივის შეფასების შემდეგ, ARMA მის გაყიდვას გეგმავს. ამ ლოტის გაყიდვა იქნება საზღვარგარეთ მდებარე ჩამორთმეული აქტივების გაყიდვის პირველი მაგალითი“, – დასძინა ელენა დუმამ.
2015 წელს 92 მეტრიანი სუპერიახტა Royal Romance შეიძინა Fregata Marine-მა, რომელიც მედვედჩუკის მეუღლის, ოქსანა მარჩენკოს ეკუთვნის. 2021 წლის მარტში გემი ხელახლა დარეგისტრირდა სხვა კომპანიაში – Lanelia Holdings (რეგისტრირებულია მარშალის კუნძულებზე).
2022 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ ხორვატიის ხელისუფლებამ Royal Romance დააკავა. მისი ღირებულება 200 მილიონ ევროდ იყო შეფასებული. ცოტა ხნის წინ ხორვატიულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იახტა ხორვატიის პორტ ტროგირიდან გავიდა. ელენა დუმამ განმარტა, რომ მიმდინარე წლის 25 იანვარს იახტამ დროებით დატოვა პორტი, რათა შეემოწმებინათ მისი ტექნიკური შესაძლებლობები.