სტუ შეიქმნა როგორც თსუ-ს შვილი, ეს მდგომარეობა უნდა აღდგეს – კობახიძე

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება არ გადაიხედება. დღეს “ოცნების” პრემიერმა თქვა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი იქნება თსუ-ს უს ტექნიკური მიმართულება, როგორც ეს ივანე ჯავახიშვილმა ჩაიფიქრა.
ტექნიკური უნივერსიტეტი თავის დროზე შეიქმნა როგორც თსუ-ს შვილი, ეს მდგომარეობა უნდა აღდგეს, როგორც ჩაიფიქრა ივანე ჯავახიშვილმა, ისე უნდა აღდგეს – განაცხადა კობახიძემ.
„43% არის ტექნიკური მიმართულება, ხოლო 57% არის სამართალი, ეკონომიკა, აგრარული და სხვა დისციპლინები, რომელსაც არავითარი შემხებლობა არ აქვს იმ დისციპლინებთან, რომელიც თავის დროზე ისწავლებოდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. ეს არის მარტივი სტატისტიკა. კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ ტექნიკური მიმართულება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იქცა გერად, ეს უნდა შეიცვალოს. თავის დროზე ეს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთგვარი შვილი, ასე შეიქმნა, როგორც ერთ-ერთი ფაკულტეტი და ეს მდგომარეობა უნდა აღდგეს. როგორც ჩაიფიქრა ივანე ჯავახიშვილმა, ისე უნდა აღდგეს. თავის დროზე არ დასცალდა მას უნივერსიტეტის განვითარებაზე ზრუნვა, ბოლშევიკური ხაზით დანიშნულმა რექტორებმა ჩაანაცვლეს ივანე ჯავახიშვილი თბილისის რექტორის პოზიციაზე და მის შემდეგ აირია ყველაფერი. ჩვენ გვინდა, რომ თსუ-ს აღვუდგინოთ ის მდგომარეობა, რა მდგომარეობითაც თავის დროზე შეიქმნა ივანე ჯავახიშვილის მიერ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძეს არ უთქვამს, რა იქნება შემდეგი საფეხური და რომელ საუკუნეში დავბრუნდებით, მომდევნო “რეფორმისას”, მაგალითად, შეიძლება, თუ არა, რომ თსუ–ც გაუქმდეს და მხოლოდ გიმნაზია არსებობდეს, ან 4 წლიანი საჯარო სკოლა (?!)

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – სახეზეა ანექსიის პროცესის ფაქტობრივი გაღრმავება, როცა პირველად ისტორიაში, რუსეთის მოქალაქეა ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი – ამ ფონზე სრულიად მიუღებელია მმართველი რეჟიმის ტრადიციული დუმილი

ნორვეგიის საგარეო უწყება – რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და მათი სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს