1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6750 ლარი გახდა

1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6750 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6750 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6769 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0019 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9056 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9168 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0112 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

ასევე დაგაინტერესებთ

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი აქციაზე დაკავებულებს – თუ კიდევ გამოქვეყნდება პროცესის ამსახველი რაიმე ფოტო სოციალურ ქსელში, კანონით გათვალისწინებულ ზომებს მივმართავ და შეიძლება სხდომაც დავხურო

მზია ამაღლობელმა შესაძლოა, დღეს სასამართლოს ჩვენება მისცეს – „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის პროცესს ევროკავშირის ოფისის, დანიის, შვედეთის, ესტონეთის და საფრანგეთის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან