“ლელოს” პოზიცია იყო და რჩება იგივე, რომ “ქართული ოცნება” არ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც გაატარებს ამ 9 რეფორმას – ანა ნაცვლიშვილი სამუშაო ჯგუფებზე

ვინ დაესწრება და ვინ არა ევროკავშირის ცხრა დათქმასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრას, რომელიც უმრავლესობის ინიციატივით, ორშაბათს უნდა გაიმართოს. “ქართული ოცნება” ოპონენტებს და არასამთავრობო სექტორს გეგმის შესასრულებლად გადასადგმელი ნაბიჯების განსახილველად ეპატიჟება. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და შეხვედრაზე მისვლას აპირებს, ბუნდოვანია “ნაციონალური მოძრაობისა” და “ლელოს” პოზიცია.
“ეს ყველაფერი არის ფარსი. ჩვენ ვნახეთ წინა 12 პუნქტის შესრულების დროს, როდესაც 9 პუნქტი შეუსრულებელი დარჩა და იგივე მოხდება ახლაც. ამიტომ, ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც კეთდება ევროპული საქმე ჩვენს ქვეყანაში და თუ საჭიროა, რა თქმა უნდა ამ სამუშაო ჯგუფებშიც მივიღებთ მონაწილეობას,” – აცხადებს ენმ-ს წევრი დავით ხაჯიშვილი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნება” არ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც 9 რეფორმას გაატარებს.
“მთავარი საკითხი არის ის, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს 9 რეკომენდაცია, რათა შევძლოთ დავიწყოთ მოლაპარაკებები წევრობაზე. ამიტომ, ამ 9 რეკომენდაციის შესრულება არის ამოსავალი წერტილი და არა ფორმატი, დრო და მისამართი, სადაც შეიძლება ჩატარდეს ეს შეხვედრები. შესაბამისად, “ლელოს” პოზიცია იყო და რჩება იგივე, რომ “ქართული ოცნება” არ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც გაატარებს ამ 9 რეფორმას”, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები