ხორვატიის სასამართლომ უკრაინას გადასცა იახტა, რომელიც ვიქტორ მედვედჩუკს ჩამოართვეს

ხორვატიის ქალაქ სპლიტის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვიტა, ს გადასცეს უკრაინის პარლამენტის (ვერხოვნა რადის) ყოფილი დეპუტატისა და ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ნათლიმამის, ვიქტორ მედვედჩუკის იახტა „როიალ რომანსი“ (Royal Romance). ამის შესახებ უკრაინული აქტივების მოძიებისა და მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ელენა დუმა იტყობინება.
მისი თქმით, იახტის შეფასების შემდეგ, ის გაიყიდება ღია აუქციონზე და გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი უკრაინის სახელმწიფოს სასარგებლოდ იქნება გამოყენებული. უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა დასძინა, რომ მედვედჩუკის კუთვნილი იახტის გაყიდვა იქნება საზღვარგარეთ განთავსებული და სასამართლოს გზით ჩამორთმეული აქტივების გაყიდვის პირველი მაგალითი.
2022 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ ხორვატიის ხელისუფლებამ დააპატიმრა იახტა „როიალ რომანსი“, რომლის მფლობელი მედვედჩუკის ცოლი ოქსანა მარჩენკოა. იახტის ღირებულება 200 მილიონ ევროდ შეფასდა. ცოტა ხნის წინ ხორვატიულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იახტამ დატოვა ხორვატიის პორტი ტროგირი. მაგრამ როგორც ელენა დუმამ განმარტა, 25 იანვარს გემმა დროებით დატოვა პორტი, რათა დადასტურებულიყო მისი ტექნიკური მდგომარეობა და ძრავის მუშაობა.
· უკრაინაში აკრძალული პარტიის („ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისათვის“) ლიდერი, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის უშიშროების სამსახურმა 2022 წელს დააკავა სახელმწიფო ღალატის მუხლით.
· გამოძიების ვერსიით, პოლიტიკოსი დაკავშირებული იყო ქვანახშირის კონტრაბანდასთან, რომელიც ხორციელდებოდა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკიდან. უკრაინის გენერალური პროკურატურა ამტკიცებდა, რომ მოსკოვთან მედვედჩუკის კონტაქტებმა 2014-2015 წლებში ძირი გამოუთხარა ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას. 2022 წლის სექტემბერში მედვედჩუკი გაცვალეს რუსეთის მიერ მარიუპოლის საბრძოლო მოქმედებებისას ტყვედ აყვანილ „აზოვის“ პოლკის მებრძოლებში.

ასევე დაგაინტერესებთ

„როგორც ვიცი, კესარია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში იყო მონათლული და სიცოცხლეში არასდროს უარუყვია ეს რწმენა, შესაბამისად, მისთვის წესის აგება არა მხოლოდ დასაშვები, არამედ ამ ეკლესიის ვალდებულებაც კი არის“ – მამა ლეონ გელოვანი