სიდნეიში ჩატარებული UFC 325-ის შემდეგ ორგანიზაციამ ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი (P4P) განაახლა.
კლასიფიკაციაში კვლავ პირველ ადგილზეა ქვესაშუალო წონის (76კგ) ჩემპიონი ისლამ მახაჩევი. მეორე პოზიციას იკავებს მსუბუქი დივიზიონის (70კგ) ქამრის მფლობელი ილია თოფურია.
UFC 325-ზე დიეგო ლოპესის დამარცხების შემდეგ რეიტინგში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა ქვემსუბუქი დივიზიონის (65კგ) ჩემპიონმა, ავსტრალიელმა ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ.
მეშვიდე პოზიციაზე რჩება სუპერმსუბუქი (61კგ) წონის ყოფილი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი.
UFC-ს ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი:
· 1. ისლამ მახაჩევი
· 2. ილია თოფურია
· 3. ხამზატ ჩიმაევი
· 4. ალექსანდერ ვოლკანოვსკი (+1)
· 5. ალექს პერეირა (-1)
· 6. პიოტრ იანი
· 7. მერაბ დვალშვილი
· 8. ტომ ასპინალი
· 9. ალექსანდრე პანტოჟა
· 10. მაქს ჰოლოუეი
· 11. ჯოშუა ვანი
· 12. მაგომედ ანკალაევი (+1)
· 13. დრიკუს დუ პლესი (-1)
· 14. ჯეკ დელა მადალენა
· 15. არმან ცარუკიანი
პირველი არხი




