რა ფასები მოქმედებდა 2026 წლის იანვარში სასტუმროებში?

2026 წლის იანვარში სასტუმროების საშუალო ფასმა საოჯახო ტიპის სასტუმროებში 107 ლარი შეადგინა, 3-ვარსკვლავიან სასტუმროებში – 152 ლარი, ხოლო 4-ვარსკვლავიან სასტუმროებში – 229 ლარი – ამის შესახებ ნათქვამია PMC კვლევითი ცენტრის სასტუმროების ინდექსში.
„2026 წლის იანვარში საქართველოში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი იყო 416 ლარი. ყველაზე მაღალი საშუალო ფასები დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთში – 1016 ლარი, თბილისში – 535 ლარი და კახეთში – 518 ლარი.
2026 წლის იანვარში 3-, 4- და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2.3%-ით შემცირდა წინა თვესთან შედარებით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასების ინდექსი 5.7%-ით გაიზარდა. მთლიანობაში, 2026 წლის იანვარში სასტუმროს ფასების ინდექსი 0.8%-ით შემცირდა 2025 წლის დეკემბერთან შედარებით.
2026 წლის იანვარში 3-, 4- და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 10.4%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით,ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასების ინდექსი – 4.4%-ით. მთლიანობაში, 2026 წლის იანვარში სასტუმროს ფასების ინდექსი 8.9%-ით გაიზარდა 2025 წლის იანვართან შედარებით“ – ნათქვამია პუბლიკაციაში.