2023 წელს, აქციებისას გამოიკვეთა სამართალდამცავების მხრიდან კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევები – „ადამიანის უფლებათა ცენტრი“

2023 წელს, აქციებისას გამოიკვეთა სამართალდამცავების მხრიდან კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევები – „ადამიანის უფლებათა ცენტრი“
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ წლიურ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებაა საუბარი .
დოკუმენტში აღწერილია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების რამდენიმე თვალშისაცემი დარღვევა სამართალდამცველების მხრიდან.
2023 წელს გამოიკვეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების რამდენიმე თვალშისაცემი დარღვევა – აქციებში მონაწილეთა რაოდენობასთან შედარებით გამოიკვეთა პოლიციელთა არაპროპორციული რაოდენობის მობილიზების ტენდენცია, რიგ შემთხვევებში, პოლიციელთა რაოდენობა აქციის მონაწილეთა რაოდენობას მკვეთრად აღემატებოდა, ზოგჯერ კი პირიქით – მცირე რაოდენობის გამო პოლიცია ვერ ახერხებდა საზოგადოებრივი წესრიგისა და აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას,- ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში ასევე 2023 წელს გამართული რამდენიმე აქციაა დასახელებული და ნათქვამია, რომ საჭიროების გარეშე პოლიციელთა დიდი რაოდენობის მობილიზებამ შესაძლოა აღძრას შიში და მეტიც, პოლიციელების მხრიდან გადაჭარბებულმა ჩარევამ შესაძლოა კონფლიქტის დეესკალაციის ნაცვლად, მისი გამძაფრება გამოიწვიოს.
დოკუმენტის თანახმადვე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით 7-8 მარტს გამართულ აქციებზე გამოიკვეთა სამართალდამცავების მხრიდან ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევები.
„აღსანიშნავია 7 მარტის მასშტაბური საპროტესტო აქცია – „არა რუსულ კანონს“ და 8-9 მარტის საპროტესტო აქცია – „არა რუსულ კანონს, გამოდი ღირსების დასაცავად“, სადაც ერთი მხრივ, -ს თანამშრომლებმა აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ წინასწარი გაფრთხილების გარეშე, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპების დარღვევით გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, ხოლო, მეორე მხრივ, აქციის ზოგიერთი მონაწილე გასცდა მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით დაცულ სფეროს“,- ნათქვამია ანგარიშში.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დოკუმენტშია საუბარი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ადამიანის უფლებებია. ანგარიშის თანახმად:
ს მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე 2023 წელსაც გრძელდებოდა მოქალაქეთა არასათანადო მოპყრობის, უკანონო დაკავებებისა და სიცოცხლის უფლების ხელყოფის ფაქტები ასევე, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისთვის შეზღუდული იყო მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა. გამოიკვეთა, რომ მცოცავი საოკუპაციო რეჟიმის პირობებში, არსებითად იზღუდება მოსახლეობის წვდომა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე. ეს კი ხელს უშლის სოფლის მეურნეობის განვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგრადობას“,- ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე მიმოხილულია სტიქიური მოვლენები და ადამიანის უფლებები. მოყვანილია 2023 წელს სა და გურიის სტიქიური უბედურებების მაგალითი და ნათქვამია, რომ „სამოქალაქო ორგანიზაციების შეფასებით, ქვეყანაში ბუნებრივ კატასტროფებთან გასამკლავებლად არაეფექტური სისტემა არსებობს, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლესა და განვითარებას“.
რაც შეეხება მედიაგარემოსა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, ანგარიშის თანახმად, 2023 წელს შემაშფოთებელი იყო მედიის წარმომადგენლების პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და მათი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობები.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, უსაფრთხო მედიაგარემოს უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია ხელისუფლების მხრიდან თითოეულ შემთხვევაზე მოხდეს სწრაფი და ადეკვატური რეაგირება, ძალადობის ყველა შემთხვევის საჯაროდ დაგმობა და გამოხატვის თავისუფლებისა თუ ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერა“, – ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში საუბარია ასევე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზეც.
„მართალია, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ევროინტეგრაციის გზაზე წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ სამომავლოდ მნიშვნელოვანია, რომ პროაქტიული და კონსტრუქციული თანამშრომლობის ფარგლებში, მოხერხდეს ქვეყნის განვითარება და, შესაბამისად, ევროკავშირის წევრობის მიღება“, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიში ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ასევე დაგაინტერესებთ