უკრაინაში 43 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცის დაღუპვა დადასტურდა – მედია

„ბიბისის“ რუსული სამსახურისა და „მედიაზონის“ ჟურნალისტებმა, მოხალისეთა ჯგუფთან ერთად, 2022 წლის თებერვლიდან ში მიმდინარე ომში დაღუპული 43 014 რუსი სამხედრო მოსამსახურის ვინაობა დაადგინეს.
ერთი კვირის წინ ეს რიცხვი 42 ათასს შეადგენდა.
19 იანვრისთვის დადასტურდა ს არმიის და სხვა ძალოვანი სტრუქტურების 3 ათასზე მეტი ოფიცრის სიკვდილი, მათგან 349 ატარებდა ვიცე-პოლკოვნიკის ან კიდევ უფრო მაღალ წოდებას.
დაღუპული სამხედროების სახელების დადგენა მოხდა ღია წყაროებიდან: ესაა ოფიციალური პირებისა და მედიის ანგარიშები, დაზარალებულთა ახლო ნათესავების პუბლიკაციები სოციალურ ქსელებში და სასაფლაოებიდან მიღებული ინფორმაცია. ამასთან, კვლევის ავტორების ყველაზე ფრთხილი შეფასებით, რუსეთის დანაკარგების რეალური რაოდენობა მინიმუმ ორჯერ მეტი უნდა იყოს.
როგორც BBC-ის რუსული სამსახური აღნიშნავს, რუსეთის მხარე კვლავაც დიდ ზარალს განიცდის მიუხედავად იმისა, რომ ვერ აღწევს ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვან ცვლილებებს. მხოლოდ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჟურნალისტებმა დაადასტურეს რუსეთის 1 283 სამხედრო მოსამსახურის სიკვდილი – ეს აღემატება 2022 წლის საშუალო მაჩვენებელს (კვირაში 300 დადასტურებული სიკვდილი) და შედარებულია 2023 წლის ზამთრის მაჩვენებლებთან (კვირაში 600-800 დადასტურებული სიკვდილი), როდესაც რუსული ძალები ერთდროულად დონეცკის რეგიონის რამდენიმე რაიონზე ცდილობდნენ იერიშზე გადასვლა.
ფრონტის ხაზზე მთავარი ტვირთი კვლავ მობილიზებულებზე, მოხალისეებსა (მათ შორის მათზე, ვინც ახლა აფორმებს კონტრაქტებს კერძო სამხედრო კომპანია „რედუტთან“) და საომრად კოლონიებიდან რეკრუტირებულ პატიმრებზე მოდის. ეს არის ის კონტინგენტი, რომელიც რუსეთის არმიას ომის დაწყების შემდეგ შეუერთდა. რუსეთის საბრძოლო დანაკარგის თითქმის ნახევარი სწორედ ამ კონტინგენტზე მოდის, ნათქვამია ჟურნალისტურ გამოძიებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „ქართული ოცნების“ წევრები უკვე ვეღარსად გადაადგილდებიან – მათ უნდა ესმოდეთ, რომ მოდის დამატებითი სანქციები და ისინი უარყოფილი იქნებიან, არა მარტო ქართველი ხალხის, არამედ სრულიად ცივილიზებული მსოფლიოს მიერ

გრიგოლ გეგელია – ხალხის დემოკრატიულმა ბრძოლამ სტრასბურგში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 114 ხმით 13-ის წინააღმდეგ, გუშინ ბეჭზე დაენარცხა რუსეთის ფედერაცია და მისი ადგილობრივი ფილიალი „ქართული ოცნება“