შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ახალ უფროსად სერგი ბზიშვილი დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირი გამართა და თანამშრომლებს ახალი დირექტორი, სერგი ბზიშვილი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერგი ბზიშვილმა აღნიშნულ პოზიციაზე კახა მურადაშვილი შეცვალა, რომელიც თავის მხრივ, საქმიანობას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე განაგრძობს.
„გეკა გელაძემ პოლიციის დეპარტამენტის ახლად დანიშნულ დირექტორს წარმატებული საქმიანობა უსურვა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა სამუშაო შეხვედრაზე დეპარტამენტის თანამშრომლებისგან რეგიონში დანაშაულთან ბრძოლისა და პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. გეკა გელაძემ სამართალდამცველებს რეგიონში მართლწესრიგის დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.
სერგი ბზიშვილს ამ დრომდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მას შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია