-სა და რუსეთს ბირთვული შეიარაღების კონტროლის შესახებ უკანასკნელი შეთანხმების განახლებისკენ მოუწოდებს

რომის პაპი -სა და რუსეთს ბირთვული შეიარაღების კონტროლის შესახებ უკანასკნელი შეთანხმების განახლებისკენ მოუწოდებს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
რომის პაპის ლეო XIV-ს განცხადებით, მსოფლიოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე „ახალი შეიარაღების რბოლის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს“.
„მოგიწოდებთ, არ დაუშვათ ამ ინსტრუმენტის გაუქმება“, – აღნიშნა რომის პაპმა.
ცნობისთვის, აშშ-მა და რუსეთმა ახალი სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულება (NEW START) 2010 წელს გააფორმეს. ხელშეკრულების ვადა 2021 წელს ხუთი წლით გაგრძელდა. 2023 წლის თებერვალში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელშეკრულებაში რუსეთის მონაწილეობა შეაჩერა. გასულ წელს ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვების ერთი წლით დაცვა შესთავაზა, თუმცა რუსულ მხარეს აშშ-სგან ოფიციალური პასუხი არ მიუღია.
აშშ-სა და რუსეთს შორის გაფორმებული სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულების ვადა 2026 წლის 5 თებერვალს იწურება. ხელშეკრულების ვადის გასვლა ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად, სახელმწიფოებს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია