დავით შარაშიძეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს

სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაო პატიმრობით შეუცვალა. ამის შესახებ ცნობას პროკურატურა ავრცელებს.
“საქართველოს პროკურატურამ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რომლის საფუძველზეც ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ოზურგეთის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რაც სასამართლომ არ გაიზიარა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო 30 000 ლარის ოდენობით შეუფარდა. პროკურატურამ აღნიშნული გადაწყვეტილება, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა”, – აცხადებენ პროკურატურაში.
ამავე საქმეზე დაკავებულ 2 პირს ასევე პატიმრობა აქვს შეფარდებული. საქმის პროკურორის ცნობით, ფიზიკური დაპირისპირება ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებულ დავას მოჰყვა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია