ნინო წილოსანი – ბოლშევიკმა „ნაცებმა“ პოსტი პოსტზე „გამოაცხვეს“, კომისიის წევრების შემადგენლობაში მილიონერი დეპუტატები არიანო – ვინმეს გახსენდებათ იდეოლოგია გარდა ბოლშევიზმისა, რომელიც სიმდიდრეს ებრძოდა?!

უკვე დადასტურებულად, ბოლშევიკმა „ნაცებმა“ პოსტი პოსტზე „გამოაცხვეს“ – კომისიის წევრების შემადგენლობაში მილიონერი დეპუტატები არიანო. ვინმეს გახსენდებათ იდეოლოგია გარდა ბოლშევიზმისა, რომელიც სიმდიდრეს ებრძოდა?!- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის წევრმა, ნინო წილოსანმა სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც წილოსანი აღნიშნავს, „ცალი კალოშით“ მოსული და ჯარის ფულით და ბიზნესის რეკეტით გამდიდრებული „ნაცებისგან“ განსხვავებით, აქ ყველას შემოსავლების დასაბუთებული წარმოშობა აქვს“.
„სასურსათო პროდუქციის, საწვავის და მედიკამენტების ფასების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ მუშაობა დაიწყო.
უკვე დადასტურებულად, ბოლშევიკმა „ნაცებმა“ პოსტი პოსტზე გამოაცხვეს – კომისიის წევრების შემადგენლობაში მილიონერი დეპუტატები არიანო. ვინმეს გახსენდებათ იდეოლოგია გარდა ბოლშევიზმისა, რომელიც სიმდიდრეს ებრძოდა?!
„ცალი კალოშით“ მოსული და ჯარის ფულით და ბიზნესის რეკეტით გამდიდრებული „ნაცებისგან“ განსხვავებით, აქ ყველას შემოსავლების დასაბუთებული წარმოშობა აქვს. დასავლეთს, კაპიტალიზმს და ევროპულობას ამოფარებული ბოლშევიკური სლოგანები კი ძალიან კარგად ამხელს ამ აგენტურას.
დღეს კომისიამ პირველი სამუშაო სხდომა გამართა და ამით საფუძველი ჩაუყარა მნიშვნელოვან საჯარო პროცესს, რომელიც დარწმუნებული ვარ, პოზიტიურ შედეგებამდე მიგვიყვანს“,- წერს წილოსანი.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია