მანჯგალაძე: გამარჯვების კოალიცია ხალხთან ერთად არჩევნებში პირველ ადგილზე გავა

გაერთიანება თვითმიზანი არაა, შანსები ძალიან დიდია. ყველა გამოკითხვით, ქართულ ოცნებას ხმას მხოლოდ ყოველი მესამე ადამიანი აძლევს, დანარჩენი ორი კი ოპოზიციას. ანუ, შეიძლება, ქართულ ოცნებას მაქსიმუმ 1/3 ჰქონდეს, ოპოზიციას კი 2/3. ახლა მთავარია, ეს ხმები არ დაიკარგოს და ადამიანები არჩევნებზე მივიდნენ.
გამარჯვების კოალიცია ხალხთან, იმ ადამიანებთან ერთად, ვისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი და თავისი ოჯახის კეთილდღეობა ძვირფასია, და ასეთი უმეტესობა ვართ – ამ არჩევნებში პირველ ადგილზე გავალთ.