რუსეთმა 2023 წელს აშშ-სა და ევროპაში წარმოებული 1 მილიარდი დოლარის ჩიპები შეიძინა- Bloomberg-ი

2023 წელს, სანქციების მიუხედავად, რუსეთმა შეძლო 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ამერიკული და ევროპული წარმოების მაღალტექნოლოგიური ჩიპების იმპორტი. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Bloomberg-ი დახურულ რუსულ საბაჟო სტატისტიკაზე დაყრდნობით იტყობინება.
იმ დოკუმენტებიდან, რომელთა მოპოვებაც სააგენტომ მოახერხა, გამომდინარეობს, რომ წელიწადში მილიარდ 700 მილიონი დოლარი შეადგინა ს მიერ იმპორტირებული ნახევარგამტარებისა და ინტეგრირებული ისეთი სქემების საერთო ღირებულებამ, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სამხედრო ტექნიკის წარმოებისთვის. მათგან ნახევარზე მეტი შეერთებული შტატების და ევროკავშირის კომპანიების წილად მოდის.
როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ამ კომპანიებმა დაარღვიეს სანქციების კანონმდებლობა და ტექნოლოგია რუსეთში შეიტანეს. სანქცირებული ტექნოლოგიების უმეტესობა რუსეთში მესამე ქვეყნების მეშვეობით, მათ შორის ჩინეთის, თურქეთის და არაბთა გაერთიანებული საამიროების გზით ხვდებოდა.
ამერიკულმა და ევროპულმა კომპანიებმა, რომელთა პროდუქცია რუსეთში მოხვდა, განაცხადეს, რომ სრულად აკმაყოფილებენ ში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო რუსეთისადმი დაწესებულ სანქციებს.

ივლისში გამოცემა” ვიორსტკამ” საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მხოლოდ 2023 წლის პირველ ექვს თვეში რუსეთში შეიტანეს დასავლური კომპანიების 500 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ჩიპები. ამ თანხის დაახლოებით ნახევარი შეადგენდა ამერიკელი მწარმოებლების, Intel-ისა და AMD-ის პროდუქციის, მათ შორის მიკროპროცესორების ღირებულებას.
2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული შეჭრის დაწყებიდან ასობით უცხოურმა კორპორაციამ, კომპანიამ და ბრენდმა გამოაცხადა ბიზნესის დახურვა რუსეთში და, შესაბამისად, შეაჩერა პროდუქციის იმპორტი საზღვარგარეთიდან. საპასუხოდ, რუსეთის ხელისუფლებამ ე.წ. პარალელური იმპორტის ფარგლებში დაუშვა უცხოური საქონლის იმპორტი მესამე ქვეყნების გავლით, რაც შესაბამისი უფლების მქონე იურიდიული პირის ნებართვის გარეშე ხდება.

ასევე დაგაინტერესებთ

„როგორც ვიცი, კესარია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში იყო მონათლული და სიცოცხლეში არასდროს უარუყვია ეს რწმენა, შესაბამისად, მისთვის წესის აგება არა მხოლოდ დასაშვები, არამედ ამ ეკლესიის ვალდებულებაც კი არის“ – მამა ლეონ გელოვანი