თსუ-ს სტუდენტებმა უნივერსიტეტის კანცელარია დაიკავეს – მათი მოთხოვნაა, გათავისუფლდნენ აღსრულების ბიუროს მიერ გამოსახლებების პროტესტის დროს დაკავებული პირები კაკო ჩიქობავა და გიორგი ხასაია და შეწყდეს გამოსახლებები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა უნივერსიტეტის კანცელარია დაიკავეს. მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ გათავისუფლდნენ აღსრულების ბიუროს მიერ გამოსახლებების პროტესტის დროს დაკავებული პირები, მათ შორის თსუ-ს ლექტორი კაკო ჩიქობავა და გიორგი ხასაია. ასევე, შეწყდეს გამოსახლებები.
მაისის სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, საბა ბულისკერია აღნიშნავს, რომ მათი მთავარი მოთხოვნაა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა, პროფესურას და ადმინისტრაციის საჯარო მხარდაჭერა კაკო ჩიქობავას მიმართ.
„ყველამ ვიცით, გუშინ გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. კაკო ჩიქობავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოქმედი ლექტორია, ხოლო გიორგი ხასაია ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. მაისის სტუდენტური მოძრაობა და ზოგადად თსუ-ს სტუდენტები პროტესტის ნიშნად შევედით კანცელარიაში და დავიკავეთ. დაცვის მხრიდან წინააღმდეგობა იყო, თუმცა მაინც მოვახერხეთ დაკავება. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა, პროფესურას და ადმინისტრაციის საჯარო მხარდაჭერა კაკო ჩიქობავას მიმართ, დაუყოვნებლივ გათავისუფლება და წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი მოთხოვნაა რომ უნივერსიტეტმა დააანონსოს გაფიცვა, სანამ მათი თანამშრომლები არ გათავისუფლდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში გავაგრძელებთ კანცელარიაში ყოფნას, არ დავტოვებთ მას და შეფერხდება სასწავლო პროცესი”, – აღნიშნა მაისის სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთმა მონაწილემ, საბა ბულისკერია.
თსუ-ის სტუდენტების პროტესტს ასევე შეუერთდნენ სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ზანდუკელის ქუჩიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ გადაინაცვლეს.
უნივერსიტეტთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს

შალვა პაპუაშვილი – ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას – ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა

შალვა პაპუაშვილი – პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება – საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა