შვედეთი და უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებს ერთობლივად შეიძენენ

შვედეთი და ერთობლივად შეისყიდიან და მიაწვდიან უკრაინას 2.6 მილიარდი შვედური კრონის (290 მილიონი დოლარი) ღირებულებისსაჰაერო თავდაცვის სისტემებს, რათა ქვეყანას რუსეთუს თავდასხმების მოგერიებაში დაეხმარონ, – ამის შესახებ ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა განაცხადეს.
შვედეთის თავდაცვის მინისტრის პალ ჯონსონის ინფორმაციით, შვედეთი BAE Systems Bofors-ის (BAES.L) მიერ შემუშავებული Tridon-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენას 2.1 მილიარდი კრონით დააფინანსებს, დანია კი დაახლოებით 500 მილიონი კრონის ოდენობის წვლილს შეიტანს.
„ეს ნიშნავს, რომ უკრაინას შეუძლია საჰაერო თავდაცვის ბატალიონის შექმნა, თუ ამას მოისურვებს. შესყიდვა არა მხოლოდ მხარს უჭერს უკრაინას ბრძოლის ველზე მეტი საბრძოლო მასალის უზრუნველყოფით, არამედ აძლიერებს ჩვენს საწარმოო შესაძლებლობებს შვედეთში“, – განაცხადა პალ ჯონსონმა შვედეთის ქალაქ გეტებორგში დანიელ კოლეგასთან, ტროელს ლუნდ პოულსენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ipn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია