Oracle ინფრასტრუქტურის გაფართოებისთვის $50 მლრდ-მდე დაფინანსების მოზიდვას გეგმავს – Reuters

ტექნოლოგიური გიგანტი Oracle 2026 წელს 40–50 მილიარდი დოლარის მოზიდვას გეგმავს, რაც კომპანიის ინფრასტრუქტურის გაფართოებას მოხმარდება. დაფინანსება ვალისა და კაპიტალის კომბინაციით განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
კომპანიის განცხადებით, მოზიდული რესურსი Oracle Cloud Infrastructure-ის სიმძლავრის გაზრდისთვის მიიმართება, რათა დაკმაყოფილდეს მსხვილი კორპორატიული მომხმარებლების მოთხოვნა. მათ შორის არიან AMD, Meta, NVIDIA, OpenAI, TikTok, xAI და სხვა ტექნოლოგიური კომპანიები.
კომპანია დაფინანსების დაახლოებით ნახევრის მოზიდვას სააქციო კაპიტალთან დაკავშირებული და ჩვეულებრივი აქციების გამოშვების კომბინაციით, მათ შორის კონვერტირებადი ფასიანი ქაღალდებით და 20 მილიარდ დოლარამდე აქციებით გეგმავს. დარჩენილი თანხის მოზიდვა კი დაუცველი ობლიგაციების ემისიის გზით იგეგმება.
ბოლო პერიოდში ინვესტორების ყურადღება Oracle-ის AI ინფრასტრუქტურის გაფართოებაზეა მიმართული, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა კომპანიის ვალის მოცულობა იზრდება და მისი დამოკიდებულება OpenAI-ზე ძლიერდება.
ამასთან, მიმდინარე თვეში ობლიგაციების მფლობელებმა Oracle-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. მათი მტკიცებით, კომპანიამ ინვესტორებს დამატებითი ვალის საჭიროების შესახებ ინფორმაცია სრულად არ გაუმჟღავნა.
bp.ge

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ გორდულაძე MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის დაფუძნებაზე – კარგია, როცა ადამიანებს აქვთ სურვილი, ხმა აიმაღლონ კულტურის, რწმენის, ადამიანების უფლებების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე

MMA-ის მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი: ვაფუძნებთ სახალხო მოძრაობას -არანაირ საფრთხეს არ მოვერიდებით. მზად ვართ თითოეული ჩვენი ქმედებაზე ვაგოთ პასუხი, საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც კი წავიდეთ

ვალერი ჩეჩელაშვილი – ხელისუფლება, ალბათ, კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის ამოღებისთვის ემზადება, სხვას რას უნდა ნიშნავდეს შალვა პაპუაშვილის განცხადება? ვფიქრობ, „ოცნებას“ ეს გაუჭირდება, ამას სერიოზული წინააღმდეგობა ექნება მათივე მომხრეებში