რომელი ჰესები გამოიმუშავებენ საქართველოში ყველაზე მეტ ელექტროენერგიას – სტატისტიკა(bm.ge)

საქართველოში ელექტროენერგიის ადგილობრივი გამომუშავების უდიდესი ნაწილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის. სულ სახელმწიფო ელექტროსისტემას ელექტროენერგიას 113 ჰიდროელექტროსადგური აწვდის, რომელთა ჯამური გამომუშავებაც გასულ წელს 11 მილიარდ კილოვატ საათს შეადგენდა. ელექტროენერგიის ეს მოცულობა 2024 წელთან შედარებით 3.1%-ით ნაკლებია, რაც დაკავშირებულია მდინარეებში წყლის რეჟიმის ცვლილებასთან და შემცირებულ ნალექთან. იმის მიუხედავად, რომ გასულ წელს ამოქმედდა 44.5-მეგავატიანი ხობიჰესი 2 და 54-მეგავატიანი მტკვარი ჰესი, ჯამურად ელექტროენერგიის გამომუშავება მაინც შემცირდა, რაც ძირითადად მსხვილი ჰესების – ვარციხეჰესის; ვარდნილჰესების კასკადის; რიონჰესისა და გუმათჰესის გამომუშავების შემცირებასთან იყო დაკავშირებული.
ამასთან, გასულ წელს 0.8%-ით გაიზარდა ენგურჰესის გამომუშავება, რაც 3.4 მილიარდ კილოვატ საათს შეადგენდა.
2025 წელს საქართველოში მოქმედი ჰესების გამომუშავება – წარმოდგენილია ის ობიექტები, რომლებმაც ერთიან ელექტროსისტემას 10 მილიონ კილოვატზე მეტი ელექტროენერგია მიაწოდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს