„სტრატეგია აღმაშენებელი“ 9-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით დაანონსებულ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ „შესვლა- არშესვლასთან” დაკავშირებით საკითხს ხსნის და ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობის მიღებისთვის მზად არის.
„ჩვენ ყველა ფორმატში მივიღებთ მონაწილეობას იმიტომ, რომ ეს არის საქართველოს მოქალაქეების დაკვეთა და ჩვენ არ გვინდა „ქართულ ოცნებას” დისკუსია გავუმართოთ, უნდა შევიდეთ, თუ არ შევიდეთ. ჩვენ გვინდა, რომ შინაარსზე გავმართოთ დისკუსია, ამიტომ შევიდეთ არ შევიდეთ საკითხს ვხსნით და ახლა გამართავთ დისკუსიებს შინაარსთან დაკავშირებით. ზუსტად ვიცით, რომ არც დეოლიგარქიზაციას, არც სასამართლო, არც საარჩევნო, არც ანტიკორუფციულ რეფორმას, არც დასავლურ კურსთან თავსებადობას და არც ანტიდასავლურ რიტორიკაზე უაროს თქმას „ქართული ოცნება“ არ აპირებს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.