დააკავეს მშობელი, რომელიც შვილს მათხოვრობას აიძულებდა – შსს-ს ინფორმაცია

კრიმინალურმა პოლიციამ დააკავა მშობელი, რომელსაც ბრალად ედება შვილის იძულება, მოწყალება ეთხოვა ხალხისთვის და შემდეგ მის მიერ მათხოვრობით ნაშოვნი ფულის სრულად დასაკუთრება. ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.
არასრულწლოვანით ვაჭრობის დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია კიდევ ორი ადამიანი. მათ, გამოძიების ვერსიით, იცოდნენ ამ დანაშაულის შესახებ და პოლიციას არ აცნობეს.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით:
· 143 სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი – ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ისჯება ცხრიდან თოთხმეტ წლამდე პატიმრობით;
· 376-ე მუხლის მე-2 ნაწილი – დანაშაულის შეუტყობინებლობა ისჯება ვადით სამიდან შვიდ წლამდე პატიმრობით.
“ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.ა.-მ შეიმუშავა არასრულწლოვნით ვაჭრობის სქემა, რომლის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, არასრულწლოვან შვილს ფსიქოლოგიური ზეწოლით აიძულებდა თბილისის სხვადასხვა უბანში ეთხოვა მოწყალება, მიღებულ თანხას კი სრულად ისაკუთრებდა”, – წერია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი მიქანაძის განმარტებით, მშობლები ვალდებული არ არიან, ბავშვის ფორმა აუცილებლად სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული გაყიდვის ქსელში შეიძინონ. მათ შეუძლიათ ფორმა სხვა მომწოდებლისგან იყიდონ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?