მოლოდინი მაქვს, რომ იქ ოპოზიცია საჩხუბრად და სპექტაკლის დასადგამად შევა, მაგრამ არც ხელისუფლებისგან ველოდები იმის მზაობას, რომ რამე შეიცვალოს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ 9-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით 29 იანვარს დაანონსებულ შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, შეხვედრაზე „ქართული ოცნებისგან“ უსაგნო დოკუმენტაციის წარმოდგენას ელის, რომელიც არაფერს შეცვლის, ოპოზიციისაგან კი – უსაგნო ჩხუბს.
„სამწუხაროდ, მე მაქვს მოლოდინი, რომ იქ ოპოზიცია საჩხუბრად და სპექტაკლის დასადგამად შევა, როგორც ეს ცესკოს [ხელმძღვანელობასთან] შეხვედრაზე იყო და ხშირ შემთხვევაში სხვაგანაც გვინახავს, მაგრამ არც ხელისუფლებისგან ველოდები იმის მზაობას, რომ რამე შეიცვალოს, ერთადერთი ფაქტორი რომ არ იყოს გამონაკლისი – ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება. დავინახავ ამ ფაქტორმა რა ცვლილება მოახდინა ამ სამუშაო ჯგუფებზე და გეტყვით. მგონია, რომ ოპოზიციის ქმედებებიც შეიძლება აქედან გამომდინარე შეიცვალოს, თორემ სხვა შემთხვევაში იგივეს ველოდები – არა საქმეზე ლაპარაკს, არამედ „ქართული ოცნებისგან“ უსაგნო დოკუმენტაციის წარმოდგენას, რომელიც არაფერს შეცვლის, ხოლო ოპოზიციისგან უსაგნო ჩხუბს, რომელიც არაფერს შეცვლის,“ – განაცხადა ხვიჩიამ.
