იანვარში გრიპით გარდაცვალების 3 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში, იანვარში გრიპით გარდაცვალების 3 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში“ ისაუბრა. მისივე თქმით, ამავე პერიოდში საქართველოში „კოვიდ 19“-ით გარდაცვალების შემთხვევა არ ყოფილა.
„გვქონდა გრიპით გარდაცვალების 3 დადასტურებული შემთხვევა. -ში წინა კვირაში გრიპით გარდაცვალების 569 შემთხვევა დაფიქსირდა, ბოლო კვირაში კი – 271. იგივე ამერიკაში „კოვიდით“ 410-გარდაცვალება დაფიქსირდა. საქართველოში „კოვიდით“ გარდაცვალება არ ყოფილა“, – აღნიშნა ცერცვაძემ.
რაც შეეხება სტატისტიკას, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, მიმდინარე ვირუსების დაახლოებით, 43 %-ი მოდის H1N1 გრიპზე, 4%-ი – H3N2 შტამზე, ამის შემდეგ ყველაზე ხშირია რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი და მასზე 20%-ი მოდის.
„ბოლო პერიოდში გაიზარდა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, რომელიც აავადებს, როგორც ბავშვებს, ასევე მოზრდილებს და გრიპისა და „კოვიდის“ შემდეგ ყველაზე საშიში ინფექციაა, რადგან ბავშვებში იწვევს ბრონქიოლიტის. ამის შემდეგ 2-5 პროცენტი მოდის 3 რესპირატორულ ინფექციაზე, ეს არის ადენოვირუსები, რინოვირუსები და „კოვიდი“. ასეთი ასორტიმენტია დღეს.
ახლა, რადგან გრიპი დომინირებს, ძალიან აქტუალურია გრიპის ვაქცინით აცრა. მოსახლეობაში ეს უნდა იყოს ერთ-ერთი პრევენციული პრიორიტეტი“,- განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე თქმით, სახელმწიფომ უფასოდ შემოიტანა 200 ათასი ვაქცინა, რომელიც ჯერ მთლიანად ათვისებული არ არის და ასევე კერძო სტრუქტურებსაც შემოაქვთ გრიპის ვაქცინა, ამიტომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ბევრია.