ხმაური და დაპირისპირება პარლამენტთან

ხმაური და დაპირისპირება პარლამენტთან – დაპირისპირება საკანონდებლო ორგანოს მიდებარედ მას შემდგე დაიწყო, რაც დემონსტრანეტებმა ჩიტაძის ქუჩაზე პარალამენტის შესასვლელთან გადაინაცვლეს და კანონების მხარდამჭერ დეპუატებს -“მონები” და “რუსები” ეძახეს.
კადრებში ჩანს, რომ პოლიციის მაღალჩინოსანი, გოგა მემანიშვილი სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მშობლებს ტროტუარიდან გადასვლას აიძულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაჭერით ემუქრება. საბოლოო ჯამში ზურაბ ცეცხლაძე პოლიციამ ძალის გამოყენებით გაიყვანა ტროტუარიდან.
კანონს არ იყენებენ, არაფერ არ იყენებენ, პირდაპირ შეტევაზე გადმოდიან. გადაგათრევთო, რას ქვია გადამათრევთ”- ამბობს ზურაბ ცეცხლაძე.
ასევე ძალის გამოყენებით დაატოვებინეს ტროტუარი სამოქალაქო აქტივისტს, მარიამ კვარაცხელიასაც.
არ ვაპირებ თქვენს ნებაზე სიარულს და მითუმეტეს, ბიძინა ივანიშვილსი ნებაზე სიარულს. 24 წლის გოგოს რომ მემუქრებიან, ტროტუარზე ნუ დგახარ, თორე დაგიჭერო და თან ამაზე გეცინებათ, ეს არის სირცხვილი”, – მიმართა კვარაცხელიამ პოლიციელებს.
· პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს გაიხსნა. სწორედ დღეს არის დაგეგმილი გრანტების კანონპროექტის განხილვაც. (tvpirveli)

ასევე დაგაინტერესებთ