ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი:
,,ორი ლაინერიდან ერთ კატამარანს ვაკეთებთო…ასე “გენიალური” აღიარება მოვისმინეთ ქართული ოცნებისგან უნივერსტეტების გაერთიანებაზე.
ცნობისათვის – ლაინერი დიდი, კომფორტული გემია მგზავრების გადაყვანისთვის, ხოლო კატამარანი ტივია, რომლითაც ძირითადად ინდოეთის ოკეანის სანაპიროებზე სარგებლობენ.
ალბათ ინდოელი სტუდენტებისთვის წამოიწყეს ეს რეფორმა.“
შეგახსენებთ, ლადო კახაძემ განაცხადა: ,,აქ არ იქნება შთანთქმა. ეს არის დიდი ოკეანე ცოდნის, მეცნიერების, განათლების. ეს არის დიდი ოკეანე, ჩვენ გვაქვს ორი დიდი ლაინერი. მოხდება ამ ორი ლაინერის გაერთაინება და ცალ-ცალკე ცურვის მაგირვად, კატამარანი იქნება. ერთი დიდი ამ მიზნის მისაღწევად, ორ დიდ ფუნდამენტზე ერთმანეთზე გადებული ხიდით ერთად სიარული, რომ პრესტიჟი აიწევს და გარანტიები მეტი იქნება”




