IPI აზერბაიჯანს მოუწოდებს, შეასრულოს ECHR-ის გადაწყვეტილება ხადიჯა ისმაილოვას საქმეზე

საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI) აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა, რომ ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას წინააღმდეგ გამოტანილი მსჯავრი უსაფუძვლო და პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი იყო.
სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნა, რომ ისმაილოვას დევნა მიზნად ისახავდა მის გაჩუმებასა და დასჯას საგამოძიებო ჟურნალისტური საქმიანობის გამო და წარმოადგენდა სიტყვის თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების უხეშ დარღვევას. სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება 2015 წელს გამოტანილ მსჯავრს, რომლის საფუძველზეც ჟურნალისტს თავდაპირველად შვიდნახევარწლიანი პატიმრობა მიესაჯა. მოგვიანებით სასჯელი პირობითით შეიცვალა, თუმცა რამდენიმე ბრალდება ძალაში დარჩა. ECHR-ის შეფასებით, ეს გადაწყვეტილებები იყო თვითნებური და სამართლებრივად ხარვეზიანი.
IPI მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, მოხსნას ხადიჯა ისმაილოვას მიმართ დაწესებული მოგზაურობის აკრძალვა და შეწყვიტოს სისხლის სამართლის დევნა მისი მედიასაშუალების, Toplum TV-ის წინააღმდეგ.
ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანში ამჟამად სულ მცირე 36 ჟურნალისტი იმყოფება პატიმრობაში და კიდევ ერთხელ მოითხოვს მათი დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი: 130 მლნ კილოვატი, რომ ებევრა მდინარაძეს, ჰკითხეთ ივანიშვილი გლდანში 430 მლნ-მდე კილოვატს რომ მოიხმარს, ამაზე რას ფიქრობს და არის თუ არა ეს აღიარება, რომ ხალხს დენი ბიძინამ ვიქტორ ჯაფარიძის და “ასეთების” გამო გაუძვირა