2023 წელს თბილისში 41 061 ბინა გაიყიდა – უბნების რეიტინგი

2023 წელს თბილისში 41 061 ბინა გაიყიდა – უბნების რეიტინგი
2023 წელს თბილისში 41,061 ბინა გაიყიდა, რაც 2022 წელს გაყიდული ბინების რაოდენობას 8%-ით ჩამორჩება.
Colliers Georgia-ს მიერ უძრავი ქონების ვებგვერდ Recov.ge-ზე გამოქვეყნებული თბილისის საცხოვრებელი ბინების განახლებული წლიური სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს გაყიდვების კლების მიუხედავად ბაზრის ზომა 5%-ით, 2.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც ბინების საშუალო გასაყიდი ფასის ზრდითაა განპირობებული.
მიმოხილვის მიხედვით, გაყიდვები შემცირებულია როგორც ახალ, ასევე ძველ პროექტებში. აქედან ახალ პროექტებში ტრანზაქციები მხოლოდ 4%-ით, ხოლო ძველ პროექტებში 16%-ით შემცირდა. მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ ბინებზე მოთხოვნა პირველადი ბაზრის სასარგებლოდ შეიცვალა. 2023 წელს პირველად ბაზარზე გაყიდვები 1%-ითაა შემცირებული, ხოლო მეორეულ ბაზარზე კლება 12%-ია.
თბილისის საცხოვრებელი ბინების ბაზრის 2023 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი ბინა სამგორში გაიყიდა. გაყიდული ბინების მიხედვით, თბილისის უბნების რეიტინგი კი ასეთია:
· სამგორი – 8 643 ბინა;
· საბურთალო – 8 238 ბინა;
· დიდი დიღომი/დიღომი – 6 712 ბინა;
· გლდანი – 4 729 ბინა;
· ნაძალადევი – 3 914 ბინა;
· დიდუბე – 3 210 ბინა;
· ჩუღურეთი – 1 222 ბინა;
· ვაკე – 1 057 ბინა;
· კრწანისი – 1 046 ბინა;
· მთაწმინდა – 1 032 ბინა;
· ისანი – 594 ბინა;
· ბაგები – 298 ბინა;
· – 197 ბინა;
· წყნეთი – 88 ბინა;
· დიდგორი – 81 ბინა.
Colliers Georgia-ს მიმოხილვის მიხედვით, გასულ წელს ახალი და ძველი ბინები გაძვირდა. კონკრეტულად კი ახალაშენებული ბინების ღირებულება 13%-ით, ძველი ბინების კი 19%-ით გაიზარდა.
„თბილისში საცხოვრებელი ბინების ფასი 2022 წელთან შედარებით 15%-ითაა გაზრდილი, თუმცა 2023 წლის განმავლობაში ფასების ზრდის ტემპი მცირდებოდა“, – აღნიშნავენ მიმოხილვის ავტორები.

ასევე დაგაინტერესებთ

პარლამენტი 15 ოქტომბერს დაჩქარებული წესით განიხილავს საკანონმდებლო პაკეტს, რომლის საფუძველზეც, რიგ ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლევ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ

პარლამენტი ხვალიდან დაჩქარებული წესით განიხილავს ცვლილებებს, რომლის ამოქმედების შედეგად კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავება და პასიური საარჩევნო უფლება აეკრძალებათ