,, რწმუნდები, რომ დიდი შეცდომა დავუშვით ვარდების რევოლუციის შემდეგ” – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:
,,ვაკვირდები ამ სტუ/თსუ-ს საცოდაობას, საბჭოთა ტიპის შეკრებებს და კონფორმიზმს და ვრწმუნდები, რომ დიდი შეცდომა დავუშვით ვარდების რევოლუციის შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად უფრო რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ.
ახლა ამათ, როგორც კი მოვიშორებთ, პირველ საკითხად დავაყენებ დესოვეტიზაციის რამდენიმე ნაბიჯს – საბჭოთა აგენტების და დამსმენების არქივში არსებული სიის გამოქვეყნებას, სკოლებში ცალკე საგნის შემოღებას საბჭოთა ოკუპაციის პერიოდზე და ბოლშევიკების მიერ ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის საკითხზე (ასეთი კანონები ცენტრალურ ევროპაში მოქმედებს). რა თქმა უნდა, ამ ქონებების 99% კერძო საკუთრებაშია, მაგრამ მაგალითად სარაჯიშვილის და სხვა მაშინდელი ბიზნესმენების შთამომავლებმა უნდა მიიღონ კომპენსაცია სახელმწიფოსგან გონივრულ ფარგლებში, ეს ისტორიული სამართლიანობისთვის აუცილებელია.“

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს