დიგიტალიზაცია და ახალი ტექნოლოგიები შუახევის ჰესების კასკადს გენერაციის ზრდაში დაეხმარა

“აჭარისწყალი ჯორჯია” ერთ-ერთი წამყვანი ენერგეტიკული კომპანიაა საქართველოში, რომელიც ფლობს 187 მგვტ სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადს. კასკადი აერთიანებს 178 მეგავატის სიმძლავრის შუახევი ჰესსა და 9 მეგავატის სიმძლავრის სხალთა ჰესს.
კომპანიის მფლობელები არიან ნორვეგიული “ქლინ ენერჯი ინვესტი” და ერთ-ერთი უმსხვილესი ინდური ჰოლდინგი “ტატა ფაუერი”. მათ პროექტში $550 მილიონი დოლარის ინვესტირება განახორციელეს, რაც დღემდე ქვეყანაში ყველაზე მსხვილ საინვესტიციო პროექტად რჩება. ამასთან ის ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოში აშენებული ყველაზე დიდი ენერგო ობიექტია.
ჰესი ოპერირებაში 2020 წელს შევიდა და უკვე მეოთხე წელია საქართველოს ელექტროსისტემას უწყვეტად აწვდის ელექტროენერგიას, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ყოველდღიურად მიეწოდება.
შუახევის ჰესების კასკადის გამომუშავება ყოველწლიურად მზარდია. 2023 წელს შუახევი ჰესების კასკადმა ჯამურად 513 კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, რითაც დაახლოებით 10% გადააჭარბა საპროექტო მაჩვენებელს. 2022 წელთან შედარებით კი გენერაცია 16%-ით არის გაზრდილი.
შუახევის ჰესების კასკადის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი ქვეყნის გენერაციაში დაახლოებით 5% შეადგენს. თუმცა 2023 წლის გამომუშავების გათვალისწინებით ეს მაჩვენებელიც გაზრდილია.