ანექსირებულ ყირიმში შესვლა-გამოსვლის „განსაკუთრებული რეჟიმი“ დააწესეს

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმსა და ხერსონის ოლქს შორის შესვლა-გამოსვლის „განსაკუთრებული რეჟიმი“ დაწესდა. უკრაინის ორ ტერიტორიას შორის მსგავსი რეჟიმის დაწესების „ბრძანება“ 25 იანვარს გამოსცა რუსეთის მიერ „ყირიმის რესპუბლიკის მეთაურად“ დანიშნულმა სერგეი აქსიონოვმა.
ხერსონის ოლქის იმ ნაწილიდან, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული, სამოქალაქო პირებისთვის ყირიმში შესვლა და უკან დაბრუნება ნებადართულია მხოლოდ საავტომობილო და სარკინიგზო გამშვები პუნქტებით: „არმიანსკი“, „პერეკოპი“ და „ჯანკოი“.
აქსიონოვის „ბრძანებით“, სამხედრო კოლონები რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოსთან შეთანხმებით საგანგებოდ გამოყოფილი გზებით უნდა გადაადგილდნენ. აქსიონოვი „განსაკუთრებული რეჟიმის“ ამოქმედების მიზეზად ასახელებს მოსახლეობის, სამხედროებისა და ობიექტებისთვის „საფრთხეთა ლოკალიზებას“.
· რუსეთს ყირიმი 2014 წლიდან აქვს ანექსირებული.
· 2022 წლის სექტემბერში, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან შვიდი თვის შემდეგ, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის კიდევ 4 რეგიონი – ხერსონი, ზაპოროჟიე, ლუგანსკი და დონეცკი, თუმცა სრულად ვერცერთ ამ ოლქს ვერ აკონტროლებს.
· უკრაინა, რომელსაც თავის მიზნად გამოცხადებული აქვს ყველა ტერიტორიის დაბრუნება, რუსეთის ობიექტებს პერიოდულად უტევს ანექსირებულ ყირიმშიც.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს