შვედი დეპუტატი გუსტაფ გოტბერგი “ოცნების“ დეპუტატს, ირაკლი კირცხალიას პასუხობს.
როგორც შვედი დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს, რომ “ოცნების“ წევრი, საკუთარი ხალხის დაცვას ტყუილისა და შვედეთის შეურაცხყოფის თქმას ამჯობინებს“.
“საქართველო კრემლის მიერ შთაგონებული კოშმარის გზაზეა. გზა გაკვალულია ქართველების თვითნებური დაპატიმრებებით, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიებითა და საერთაშორისო იზოლაციით. ეს პარლამენტის წევრი საკუთარი ხალხის დაცვას ტყუილისა და შვედეთის შეურაცხყოფის თქმას ამჯობინებს. ძალიან უხერხულია.”,- წერს შვედი დეპუტატი.
ირაკლი კირცხალიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ შვედეთში “კრიმინალის დონით” შეშფოთებულია. მისი თქმით, შვედეთის მოქალაქეებს ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ.
კირცხალიამ უკმაყოფილება გამოიწვია ფაქტმა, რომ შვედეთმა მხარი დაუჭირა საქართველოში “მოსკოვის მექანიზმის” ამოქმედებას.




