“ტიპური საბჭოთა სტილი” – კრამონი საარჩევნოდ რუსთაველის გამზირის ჩაკეტვაზე

“პრობლემის მოგვარების ტიპური საბჭოთა სტილი” – ასე აფასებს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის თაობაზე მთავრობის ინიციატივას.
ვინც მოიგონა იდეა, გადაკეტოს რუსთაველის გამზირი 2024 წლის საარჩევნო წელს და თავიდან აიცილოს მასშტაბური დემონსტრაციები, ეს პრობლემის მოგვარების ტიპური საბჭოთა სტილია,” – წერს კრამონი.