მიგრაციის დეპარტამენტმა ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოდან უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე გააძევა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიმდინარე წლის იანვარში საქართველოდან უცხო ქვეყნის 232 მოქალაქე იქნა გაძევებული.
მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ინდოეთის, ტაილანდის, რუსეთის, ჩინეთის, კუბის, აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, ირანის, უზბეკეთის, იემენის, საბერძნეთის, ალჟირის, ეგვიპტის, თურქმენეთის, იორდანიის, ისრაელის, მაროკოს, ნეპალის, ნიგერიისა და სირიის – მოქალაქეები.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ“, – ნათქვამია -ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)