განათლების სამინისტროში დღეს, თსუ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება

განათლების სამინისტროში დღეს, თსუ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდება.
შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხი იქნება.
შეხვედრა სამინისტროში 17:00 საათზეა ჩანიშნული.
ინფორმაციისთვის, ზვიად გაბისონიამ გუშინ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და 70-მდე პროფესორ-მასწავლებელთან გამართა შეხვედრა, რომელიც 4 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. განათლების სამინისტროს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ მონაწილეებთან ერთად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების თემაზე იმსჯელა.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)