ორბანის ვიზიტის ორგანიზებაზე მუშაობს – რამდენიმე დღეში ერთმანეთს უკრაინისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერის, ოლგა სტეფანიშინას განცხადებით, მუშაობს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტის ორგანიზებაზე, – ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.
თუ შეთანხმება მიიღწევა, ეს იქნება ორბანის პირველი ვიზიტი უკრაინაში მას შემდეგ, რაც ქვეყანას თავს დაესხა.
როგორც Reuters-ი წერს, მომდევნო კვირის ორშაბათს უნგრეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაა დაგეგმილი. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საუბრის ერთ-ერთ თემად ორბანის ვიზიტიც განიხილება.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე სამართალდამცველთა მხრიდან გამოვლენილ დანაშაულებზე: უნდა მოხდეს დამნაშავეთა იდენტიფიცირება, დასჯა, იმისთვის, რომ ერთი მხრივ, დავაფასოთ ჩვენი სამართალდამცველი თავისი გმირული საქციელისათვის, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ მათ სახელს ვიღაც არცხვენს, ეს ერთეული შემთხვევები გამოვავლინოთ

მამუკა მდინარაძე აქციებზე სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე: ჩემი კომპეტენცია, ახლანდელიც და ხვალინდელიც, მაძლევს იმის უფრო თამამად თქმის საშუალებას, მომავალში პირობა დავდო, რომ ასეთების პრევენცია განუხრელად მოხდება და წარსულითაც შეიძლება დავინტერესდე