უკრაინამ “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი” ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

უკრაინამ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, მხარს უჭერს იმ ხალხს, ვინც აფასებს თავისუფლებას და ნამდვილად მზად არიან, მისთვის იბრძოლონ.

„მთელი მსოფლიო ხედავს, თუ რა ხდება ირანში, მკვლელობების რაოდენობას და როგორ შეუწყო ხელი ირანის რეჟიმმა ომისა და ძალადობის გავრცელებას რეგიონში და მთელ მსოფლიოში. არ დაივიწყებს ათასობით „შაჰედს“, რომლებიც თავს ესხმიან ჩვენს ქალაქებსა და სოფლებს, ჩვენს ხალხს. ჩვენ, უკრაინაში, უკვე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და ეს ორგანიზაცია ტერორისტულად გამოვაცხადეთ, ჩვენთვის ეს საკითხი დახურულია.

მსოფლიოში ყველა ტერორისტი იმსახურებს თანაბარ მოპყრობას და დაგმობას – ვერცერთმა ვერ უნდა გაიმარჯვოს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)