რიმა ბერაძე: მიმაჩნია, რომ არის აგენტი და მისი შვილიც ზუსტად ამ გზას ადგას

სალომე ზურაბიშვილია და მისი ოჯახისაგან ჩვენ ასეთი კრიტიკა არ გვიკვირს, იმიტომ, რომ ისინი ბოლო პერიოდში მოწადინებული არიან, რომ ნებისმიერი ადამიანი გააკრიტიკონ საფუძვლის გარეშე, – თქვა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძემ. დეპუტატი გამოეხმაურა დონალდ ტრამპთან დაკავშირებით ქეთევან გორჯესტანის განცხადებას.

„ძალიან საინტერესოა, თუ რატომ დადგა დღის წესრიგში ბატონი ტრამპის გაკრიტიკება. მიმაჩნია, რომ არის საქართველოში ჩამოსული ერთ-ერთი აგენტი და მისი შვილიც ზუსტად ამ გზას ადგას“, – აღნიშნა ბერაძემ.

სალომე ზურაბიშვილის შვილი, დონალდ ტრამპსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკას აკრიტიკებს. France24-ის ჟურნალისტმა, ქეთევან გორჯესტანმა ამერიკის „რესპუბლიკურ“ პარტიაში არსებულ შიდა დაპირისპირებასა და წინასაარჩევნო გამოწვევებზე ისაუბრა.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)