დათო სიმონია: ეს ბიჭი რუსთაველზე მხვდება ხოლმე… 2024 წლის 28 ნოემბერს ნიღბიანებმა კასტეტებით ისე ცემეს, თვალის ბუდე გაუტეხეს. ნაცემი დააპატიმრეს და სასწრაფო მხოლოდ გონების დაკარგვის მერე გამოუძახეს

ილუსტრატორი დათო სიმონია: 

ეს ბიჭი რუსთაველზე მხვდება ხოლმე. დათო ქვია, ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტია და საქართველოში ISO სტანდარტების დანერგვაზე მუშაობს. რომ გავიცანი, ვერ გავიხსენე, საიდან მეცნობოდა. ვერც გავიხსენებდი, თვითონ რომ არ მოეყოლა.
2024 წლის 28 ნოემბერს ნიღბიანებმა კასტეტებით ისე ცემეს, თვალის ბუდე გაუტეხეს. ნაცემი დააპატიმრეს და სასწრაფო მხოლოდ გონების დაკარგვის მერე გამოუძახეს. ოპერაცია დასჭირდა. ქვედა ფოტო ოპერაციამდე 1 საათით ადრეა გადაღებული. ეგეთი სახით მახსოვდა მეც. დათოს ამბავი ერთ-ერთია 400-მდე მსგავსი ან უფრო მძიმე შემთხვევიდან. არც ერთი არ გამოძიებულა.
ეს ბიჭი მხოლოდ აზრის გამოხატვისთვის ცემეს. ახლა ამ სისასტიკის დამკვეთები ითხოვენ, აზრები გაგვიცვალეთ, ვიდებატოთო. ვიღაცები მართლა აპირებენ. არც მეტი, არც ნაკლები, ფინანსური გამჭვირვალობის თემით იწყებენ. ეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ გაუმჭვირვალეა, ვინ შეუქმნა საფრთხე მაგალითად, დათო ოქრუაშვილის სიცოცხლეს. ეს არაა ნორმალური. ვერც გახდება.