ვინაა ორბელიანზე მოკლული ახალგაზრდა – ახალი დეტალები

თბილისში, ორბელიანის ქუჩაზე მოკლული ბიჭი 21 წლის ნიკიტა აგიევია.
ახალგაზრდა, რამდენიმე საათის წინ, ცივი იარაღით დაჭრეს. ის სასწრაფო დახმარების ავტომობილში, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
როგორც “რუსთავი 2-ს” -ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მკვლელობის მოტივს გამოძიება დაადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი გამოყენებულია მანიპულაციის და ზეწოლის ინსტრუმენტად, თორემ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაში სანთლითაც ვერ იპოვით იმის კონსტატაციას, რომ არჩევნებმა საქართველოს ამომრჩევლის ნება არ ასახა

როცა თავად იციან სიმართლე და მაინც აგრძელებენ საზოგადოების მოტყუებას, ეს მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება — ქვეყანაში რევოლუციური მუხტის გაღვივებას. ბრიუსელის ბიუროკრატია ასე მოქმედებს: დააბრალე სხვას, რასაც თავად აკეთებ