“წერა-კითხვა ვინც იცის, თბილისშია და სწავლობს, დანარჩენები ოცნებას ჰყავს გამოჭერილი და წვრილ-წვრილ ხელფასით დასაქმებული” – გიორგი მელაძე

ახლა ჩამიგდეს ევროპის ფონდის კონკურსი, მცირე სათემო ორგანიზაციების განვითარებას ცდილობენ, დამწყებებს ეხმარებიანო . . . ხალხოუ, რაცა ვართ, ესა ვართ და რა ორგანიზაციები უნდა განავითაროთ თავიდან? საიდან მოგყავთ ეს მცირე სათემო ორგანიზაციები? დაცლილია რეგიონები ახალგაზრდობისგან და ვინ უნდა შექმნას ეს ორგანიზაციები? წერა-კითხვა ვინც იცის, თბილისშია და სწავლობს, დანარჩენები ოცნებას ჰყავს გამოჭერილი და წვრილ-წვრილ ხელფასით დასაქმებული. როდემდე უნდა გაგრძელდეს სამოქალაქო საზოგადოების შეურაცხყოფა ამ მოუმწიფებელი და უინტერესო ლაყბობით? რამის კეთება გინდათ? რამე საინტერესო მოიფიქრეთ!!!