გიორგი გამსახურდია ბესელიას შვილზე: ჩვენს კოლეგებს რომ ეუბნება დიდის ამბით, რატი ვარ მილორავაო, ადექი და მიიღე რაც კანონით გეკუთვნის, დედიკოსთან კი ნუ გარბიხარ ვიშვიშით

ყოჩაღ ბიჭებს, კიდევ კარგად რომ მოუთმინეს, სხვა ქვეყანაში ალბათ არ იცის ამან, მაგ საქციელზე რა შედეგები დგება. ეს პატიმრების სიით გამდიდრებული დედამისი კიდევ, დემოკრატიას გვიწუნებს აქეთ, – ასე ეხმიანება გიორგი გამსახურდია, ეკა ბესელიას შვილის, რატი მილორავას ადმინისტრაციული წესით დაკავებას, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილით გადაადგილდებოდა და პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია.

გამსახურდიას განცხადებით, ბესელიას შვილს საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობა უნდა აეღო და „დედიკოსთან ვიშვიშით” არ უნდა წასულიყო.

, თავის შვილს რომ იცავს, მანდ უცნაური არაფერია. პირიქით რომ იყოს, ეგ იქნება გასაკვირი. ახლა რაც შეეხება ამ ლაწირაკს, ჩვენს კოლეგებს რომ ეუბნება დიდის ამბით, რატი ვარ მილორავაო. თუ რატი ხარ მილორავა, აი ადექი და შენს საქციელზე შენ თვითონ დადექი ატვეჩაი და მიიღე ის რაც კანონით გეკუთვნის, დედიკოსთან კი ნუ გარბიხარ მერე ვიშვიშით, ეს რა დამემართაო. ყოჩაღ ბიჭებს, კიდევ კარგად რომ მოუთმინეს, სხვა ქვეყანაში ალბათ არ იცის ამან, მაგ საქციელზე რა შედეგები დგება. ეს პატიმრების სიით გამდიდრებული დედამისი კიდევ, დემოკრატიას გვიწუნებს აქეთ.” – წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ეკა ბესელიას შვილს, რატი მილორავას 2000 ლარი ჯარიმა და 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც აზიანებს მეგობრობას – ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ამიტომ მზად ვართ, განვაახლოთ მუშაობა – ერთად უფრო ძლიერები ვართ: „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“